ჩვენი სერვისები
ინოვაციების სკოლაში კარგად გვესმის, რომ სწავლა მხოლოდ კლასში არ ხდება.
იმისთვის, რომ ბავშვმა გაკვეთილზე იყოს კონცენტრირებული და მშობელმა — მშვიდად, ჩვენ ვთავაზობთ სრულფასოვან სკოლის მხარდაჭერის სერვისებს, რომლებიც ყოველდღიურობას ამარტივებს და სწავლის პროცესს ხარისხიანად ავითარებს.
🚐 ტრანსპორტირება
ჩვენი სკოლის ავტობუსი დაფარავს რუსთავის ყველა ძირითად ქუჩას, რაც უზრუნველყოფს, რომ მოსწავლე დილის 09:00 საათზე უკვე გაკვეთილზე იყოს. ტრანსპორტი გადის სკოლის ეზოდან 16:15-ზე, სწავლის დასრულების შემდეგ. 📍 კომფორტული, დროული და უსაფრთხო გადაადგილება — ჩვენი სტანდარტია.
🥗 კვება
სკოლაში ფუნქციონირებს როგორც ბუფეტი, ასევე პარტნიორობა გვაქვს კომპანია "დელფუდთან", რომელსაც გააჩნია ბავშვთა კვების სრული ლიცენზირება. 📅 ყოველდღიურად ბავშვებს აქვთ სამკომპონენტიანი, ნუტრიციონოლოგის მიერ შედგენილი კვების მენიუ, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ განვითარებას და ენერგიულობას დღის განმავლობაში.
📘 სამხარი
სამხარი არის კვების მომსახურება მხოლოდ მათთვის, ვინც სარგებლობს გახანგრძლივებულის პროგრამით.
🕒 გახანგრძლივებული დღე (I–V კლასებისთვის)
სკოლის დღევანდელ რეალობაში ეს სერვისი ნამდვილ პარტნიორობას ნიშნავს მშობელთან.
15:00–19:30 პერიოდში ბავშვები ერთვებიან დამატებით გაძლიერებულ პროგრამაში, სადაც:
·
ასრულებენ და ამზადებენ მომდევნო დღის დავალებებს
·
მონაწილობენ დამხმარე
გაკვეთილებში ინგლისურში, მათემატიკასა და ტექნოლოგიებში
·
ინარჩუნებენ სწავლის რიტმს მხარდაჭერით, მაგრამ სტრესის
გარეშე
📌 ეს არის სწავლის გაგრძელება ისეთი ფორმატით, რომელიც ბავშვებს არასდროს აბეზრდებათ.
❗️გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ეს
სერვისები
პროგრამისგან
დამოუკიდებელია და არ შედის ძირითად
სასწავლო საფასურში.
მშობლებთან
კომუნიკაციის
მენეჯერი
დაგეხმარებათ
თითოეული
სერვისის
სწორად
შერჩევასა
და
მართვაში,
აგიხსნით
პირობებს
და
გაგიწევთ
კონსულტაციას თვეში გადასახდელი
თანხის მიხედვით.