შესახებ
ინოვაციების სკოლა წარმოადგენს თანამედროვე კერძო საგანმანათლებლო სივრცეს ქალაქ რუსთავში, რომელიც გამოირჩევა სწავლების მეთოდებით, ტექნოლოგიურად აღჭურვილი გარემოთი და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომით.
სკოლის სწავლების მოდელი ეფუძნება ინოვაციურ და კომპლექსურ მიდგომებს, რაც გულისხმობს როგორც აკადემიური ცოდნის, ასევე ემოციური ინტელექტისა და 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას. სკოლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- პროექტზე დაფუძნებული სწავლება და გუნდური მუშაობა;
- მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის ხელშეწყობა და შეფასების მრავალმხრივი სისტემა;
- დივერსიფიცირებული კლუბური ცხოვრება, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას და ლიდერობის უნარების განვითარებას;
- საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, რომლებიც აფართოებენ მოსწავლეთა კულტურულ და საგანმანათლებლო გამოცდილებას;
- დამატებითი საგნები მოსწავლეთა კეთილდღეობის (ველბინგის) მიმართულებით, როგორიცაა ემოციური ინტელექტი, ფსიქოლოგიური ცნობიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.
ინოვაციების სკოლა მიზნად ისახავს შექმნას თანასწორი, უსაფრთხო და მოტივაციაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, სადაც მოსწავლეს შეუძლია სწავლა საკუთარი ტემპით, ინტერესებითა და ღირებულებებზე დაფუძნებული მიმართულებით.
მისია
ინოვაციების სკოლის მისიაა, შექმნას ისეთი სასწავლო-სააღმზრდელო გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა განავითაროს საჭირო უნარ-ჩვევები, იქცეს ინოვატორად და მოემზადოს სწრაფად ცვალებადი გლობალური სამყაროსთვის
სკოლის მისიიდან გამომდინარე სკოლის ხედვაა
01.
სკოლაში, ესგ-ით განსაზღვრული პროგრამების სწავლა/სწავლების პარალელურად
არაფორმარული სწავლების (ინოვაციურობაზე დაყრდნობით) დანერგვა-
განვითარების გზით, შვიდი წლის შემდეგ საქართელოს საუკეთესი კერძო სკოლების
ათეულში მოხვედრა.
02.
სკოლის კარგი ფუნქციონერებისათვის, შვიდი წლის შემდეგ სკოლას უნდა ქონდეს
საკუთარი ბაზა.
03.
სკოლის გაფართოება და რეგიონული ქსელის შექმნა
მიზანი
სკოლის მიზანი წარმოადგენს: უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება, რომელიც აერთიანებს თანამედროვე სასწავლო მეთოდებსა და ტექნოლოგიებს.
ამასთანავე, სკოლა ჩამოყალიბდეს რეგიონში საგანმანათლებლო ჰაბად — სივრცედ, სადაც თავს იყრის ინოვაცია, შემოქმედება და პროგრესი.
01.
მოსწავლეთა მიერ თითოეულ აკადემიურ საგანში ცოდნის მიღება, უნარების განვითარება, ეთიკის ძირითადი ნორმების გაცნობა, პიროვნული ფასეულობების სისტემის განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში არსებული სტანდარტების შესაბამისად.
02.
თითოეული მოსწავლის სტიმულირება სოციალური ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის კუთხით.
03.
მოსწავლეებისათვის ცოდნის მიცემა და ცნობიერების ჩამოყალიბება. თითოეულმა მოსწავლემ უნდა გაისიგრძეგანოს სხვადასხვა ეროვნების ხალხების, კულტურებისა და ქვეყნების როგორც დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის, ისე ურთიერთდამოკიდებულების ცნებები.
04.
მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების განვითრების, ახლის ძიების გზით ისეთი უნარ- ჩვევების ფორმირებაზე, რომლებიც მოსწავლეს მიცემს საშუალებას ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან პიროვნებებად და შეძლონ ადაპტირება სწრაფად განვითარებად გლობალურ სამყაროში. ანუ მოსწავლე მოვამზადოთ მომავალი ცხოვრებისათვის
მოემზადე მომავლისთვის
— ჩვენი სკოლის სლოგანი ასახავს ძირითად მიზანს: მოსწავლეებისთვის ისეთი უნარების განვითარება, რაც მათ რეალურად დაეხმარება სწრაფად ცვალებად სამყაროში წარმატებით ადაპტაციასა და საკუთარი გზის პოვნაში.
ეს სლოგანი გამოხატავს ჩვენს მიდგომას განათლებისადმი —ამიტომაც ჩვენი
ღირებულებებია
- ინოვაციური სწავლების მეთოდები;
- ემპათია, ტოლერანტობა, ქველმოქმედება
- ურთიერთპატივისცემა და გუნდურობა
- გლობალური მოქალაქეობა
სწორედ ამ კომპონენტების გაერთიანებით ვამზადებთ ახალგაზრდებს არა მხოლოდ საგამოცდო წარმატებისთვის, არამედ ცხოვრებისთვის — მომავლისთვის, რომელიც უკვე აქ არის.
ისტორია
ინოვაციების სკოლა დაარსდა 2023 წელს და პირველივე დღიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქალაქ რუსთავში. სკოლამ სწრაფად დაიმკვიდრა თავი როგორც თანამედროვე, ინოვაციური და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცემ.
სკოლის დამფუძნებელი და დირექტორია ქრისტინე კაპანაძე — განათლების სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული და სტრატეგიული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომლის ხედვა ემყარება ინკლუზიურ, ღირებულებებზე დაფუძნებულ და თანამედროვე საგანმანათლებლო მოდელს.
დღეს ინოვაციების სკოლა არის მეტი, ვიდრე უბრალოდ სასწავლო დაწესებულება — ეს არის ცოცხალი საზოგადოება, რომლის ყოველდღიური ისტორია იწერება მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და გუნდის ყველა წევრის მიერ.
ჩვენი ისტორია — ესაა ყოველდღიური მცდელობა იმისა, რომ განათლება გახდეს შთამაგონებელი, ხელმისაწვდომი და მომავლისთვის რეალურად მომზადების საშუალება.
