სასკოლო უნიფორმა
ინოვაციების სკოლა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება კი არა, განვითარებადი ბრენდია, რომელიც ნელ-ნელა ყალიბდება საგანმანათლებლო ჰაბად — სივრცედ, სადაც ერთიანდება სწავლა, შემოქმედება, ინოვაცია და თანაზიარობა.
ამ ფილოსოფიის ნაწილი სწორედ უნიფორმაცაა — რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ვიზუალური იდენტურობით.
რა სარგებლობა აქვს სკოლის უნიფორმას?
✔ ხელს უწყობს თანასწორობის, ერთობისა და კუთვნილების განცდას
✔ ამცირებს გადაწყვეტილების გადაჭარბებულ ზეწოლას და ყოველდღიურ სირთულეს ჩაცმასთან დაკავშირებით
✔ ამაგრებს ბრენდის ცნობადობას და აძლიერებს ბავშვის იდენტობას სკოლის სივრცეში
✔ აჩვევს მოსწავლეს პასუხისმგებლობას, წესრიგსა და პრაქტიკულობას
ინოვაციების სკოლის უნიფორმა ინდივიდუალურიცაა და უნივერსალურიც.
ჩვენი ბრენდის ვიზუალურ ენაზე დაყრდნობით შევქმენით მრავალფეროვანი კატალოგი, საიდანაც მოსწავლეს და მშობელს შეუძლია თავიანთი სტილის შესაბამისი ვარიანტის არჩევა — ისე, რომ შეინარჩუნოს როგორც კავშირის, ასევე ინდივიდუალიზმის შეგრძნება.
სკოლის უნიფორმა ჩვენთან არის შერწყმა თვითგამოხატვასა და ერთიანობის იდეას შორის — ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენი სკოლის მიდგომებია.
