საბაზო საფეხურის პროგრამა
საბაზო საფეხურზე სწავლა კლასს გასცდება — ლაბორატორიები, ჰაკათონები და სპონტანური იდეა-სესია აქ ყოველდღიური საქმეა.
მოსწავლეები ინგლისურს უშუალო კომუნიკაციით იმტკიცებენ, ტექნოლოგიას რეალური პრობლემების გადაჭრაში იყენებენ და პირველ ბიზნეს-ნაბიჯებსაც დგამენ.
თუ გინდა ნახო, როგორ იქცევა გაკვეთილი აღმოჩენად და კრეატიული რისკი – წესად.
საბაზო საფეხურზე სწავლა ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სტანდარტულ საგნებს, თუმცა სწავლების მიდგომა აქ ინოვაციური და თანამედროვეა — გაკვეთილები ტექნოლოგიებით გაჯერებული, პრაქტიკაზე ორიენტირებული და მოსწავლის აქტიურ ჩართულობაზე დაფუძნებული პროცესია.
📌 სწავლის ფორმატი: სრული დღე
📌 წლიური გადასახადი: 4000 ლარი
📌 ტრანსპორტირება (სურვილისამებრ): 70 ლარი თვეში
ამ საფეხურზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უნარ–ჩვევების განვითარებას, რომლებიც მოსწავლეებს დამოუკიდებლობისკენ, ინიციატივისა და გადაწყვეტილების მიღების უნარისკენ მიჰყავთ.
აქ იწყება ისეთი უნარების ჩამოყალიბება, როგორიცაა:
სწავლების ძირითადი კომპონენტები:
- გაძლიერებული ინგლისური ენა
👉 კვირაში 5 გაკვეთილი, დონეების მიხედვით, დამატებით — შეხვედრები უცხოელ მოხალისეებთან, რაც ხელს უწყობს თავისუფალ საუბარს, კულტურულ გაცვლასა და სიტყვის თავდაჯერებულ გამოყენებას.
- სპორტული აქტივობები
👉 ცურვა, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, უშუ — როგორც გაკვეთილების, ასევე კლუბური ფორმატის სახით. მოსწავლეები მონაწილეობენ შიდა და გარე სპორტულ შეჯიბრებებში და ავითარებენ ფიზიკურ გამძლეობას.
- გაძლიერებული STEAM მიმართულება
👉 ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია ისწავლება როგორც ცალკე გაკვეთილებად, ასევე ინტეგრირებული პროექტების სახით. გვაქვს სახალისო ლაბორატორია, სადაც მოსწავლეები უშუალოდ ატარებენ ექსპერიმენტებს.
👉 პროგრამის ფარგლებში ხორციელდება გასვლითი საგანმანათლებლო აქტივობები, ასევე ინჟინერიის მიმართულებით მონაწილეობა ჰაკათონებში, STEM პროექტებში და პრეზენტაციებში.
- პროგრამირება და დიზაინი (გადაწყვეტით ასარჩევი)
👉 მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ პროგრამირების ან გრაფიკული დიზაინის მიმართულება. სწავლება პრაქტიკულია და დაკავშირებულია რეალურ ციფრულ პროდუქტებთან. კურსი მოიცავს ვებსაიტების, თამაშებისა და ვიზუალური კონტენტის შექმნას.
- ხელოვნური ინტელექტის (AI) საფუძვლებიხელოვნური ინტელექტის (AI) საფუძვლები
👉 მოსწავლეები ეცნობიან AI-ის ფუნქციონირებას, აპლიკაციებს და ეთიკურ საკითხებს. სწავლობენ, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი და როგორ შეუძლიათ მისი გამოყენება საკუთარ იდეებში.
- 🔹 მეწარმეობა და ფინანსური განათლება (სავალდებულო კლუბი)
👉 მოსწავლეები სწავლობენ როგორ დააფუძნონ საკუთარი პროდუქტი ან პროექტი, როგორ დაგეგმონ ბიუჯეტი და როგორ იმუშაონ გუნდში. მიზანია რეალური ეკონომიკური და მეწარმეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება.
არჩევითი კლუბები: მოსწავლეები ერთვებიან ინტერესზე დაფუძნებულ კლუბებში, რაც ხელს უწყობს მათი ინდივიდუალური ტალანტის აღმოჩენას და განვითარებას:
საპროექტო ბიუჯეტი და საგანმანათლებლო ღონისძიებები
სკოლა გამოყოფს საპროექტო ბიუჯეტს, რომელიც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ თავიანთი იდეები და რეალურ საგანმანათლებლო ან სოციალური პროექტებად აქციონ.
გეგმილია საგანგებო გასვლითი ღონისძიებები, მუზეუმებში, ლაბორატორიებში, უნივერსიტეტებში და ინოვაციურ ცენტრებში — რაც აკავშირებს თეორიულ ცოდნას რეალურ სამყაროსთან.