გაცვლითი პროგრამები



„მოემზადე მომავლისთვის“ — არ არის მხოლოდ ჩვენი სლოგანი, ეს არის ყოველდღიური პრაქტიკა, რომელიც ბავშვებს გლობალურ სამყაროსთან აკავშირებს.
ჩვენთვის მომავალი ქვეყნის საზღვრებს არ ემთხვევა, ამიტომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სკოლაში სწორედ საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობაა.
ინოვაციების სკოლა თანამშრომლობს საერთაშორისო ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, რათა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ წვდომა ნამდვილ გლობალურ გამოცდილებაზე — პრაქტიკულ, კულტურულ და აკადემიურ დონეზე.
💡 ჩვენი სკოლა მტკიცედ იცავს მოტივაციაზე დაფუძნებული სწავლის პრინციპს, ამიტომაც ვქმნით წამახალისებელ მექანიზმებს, როგორიცაა საერთაშორისო ბანაკებში მონაწილეობა, გაცვლითი ვიზიტები და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობა.
📌 ბოლო რამდენიმე წარმატებული მაგალითი:
ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე გაიგზავნა ჩეხეთში 2-კვირიან საერთაშორისო ბანაკში.
სკოლის დელეგაცია (მასწავლებლები და ადმინისტრაცია) იმყოფებოდა ლატვიასა და ესტონეთში, სადაც დაიმეგობრა ადგილობრივი კერძო სკოლები და უნივერსიტეტები.
4 მასწავლებელი სრული დაფინანსებით გაემგზავრა ტურინში, იტალიაში, მონაწილეობა მიიღო გემიფიკაციის ტრენინგში, სადაც შეისწავლა ინტერაქტიური და თამაშზე დაფუძნებული სწავლების ტექნიკები.
8 მოსწავლე და 2 მასწავლებელი გაემგზავრება პოლონეთში ეკო-პროექტზე, სადაც იმუშავებენ გარემოსდაცვით ინიციატივებზე საერთაშორისო გუნდებში.
5 მოსწავლე და 1 მასწავლებელი მიემგზავრება ლატვიაში, მონაწილეობისთვის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე შექმნილ პროექტში.
🌱 ეს შესაძლებლობები არ არის ერთჯერადი ან პრივილეგირებული — ეს არის ჩვენი სკოლის სისტემური ხედვა, რომელიც გვეხმარება, რომ მოსწავლეები იყვნენ არა მხოლოდ გამოცდებისთვის, არამედ რეალური ცხოვრების გამოწვევებისთვის მომზადებულები.


