გაცვლითი პროგრამები

მოემზადე მომავლისთვის“ — არ არის მხოლოდ ჩვენი სლოგანი, ეს არის ყოველდღიური პრაქტიკა, რომელიც ბავშვებს გლობალურ სამყაროსთან აკავშირებს.
ჩვენთვის მომავალი ქვეყნის საზღვრებს არ ემთხვევა, ამიტომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სკოლაში სწორედ საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობაა.

ინოვაციების სკოლა თანამშრომლობს საერთაშორისო ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, რათა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ წვდომა ნამდვილ გლობალურ გამოცდილებაზე — პრაქტიკულ, კულტურულ და აკადემიურ დონეზე.

💡 ჩვენი სკოლა მტკიცედ იცავს მოტივაციაზე დაფუძნებული სწავლის პრინციპს, ამიტომაც ვქმნით წამახალისებელ მექანიზმებს, როგორიცაა საერთაშორისო ბანაკებში მონაწილეობა, გაცვლითი ვიზიტები და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობა.

📌 ბოლო რამდენიმე წარმატებული მაგალითი:

• 2024 წლის ზაფხული

ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე გაიგზავნა ჩეხეთში 2-კვირიან საერთაშორისო ბანაკში.

• 2024 წლის გაზაფხული

სკოლის დელეგაცია (მასწავლებლები და ადმინისტრაცია) იმყოფებოდა ლატვიასა და ესტონეთში, სადაც დაიმეგობრა ადგილობრივი კერძო სკოლები და უნივერსიტეტები.

• 2025 წლის მარტი

4 მასწავლებელი სრული დაფინანსებით გაემგზავრა ტურინში, იტალიაში, მონაწილეობა მიიღო გემიფიკაციის ტრენინგში, სადაც შეისწავლა ინტერაქტიური და თამაშზე დაფუძნებული სწავლების ტექნიკები.

• 2025 წლის ივლისი

8 მოსწავლე და 2 მასწავლებელი გაემგზავრება პოლონეთში ეკო-პროექტზე, სადაც იმუშავებენ გარემოსდაცვით ინიციატივებზე საერთაშორისო გუნდებში.

2025 აგვისტო

5 მოსწავლე და 1 მასწავლებელი მიემგზავრება ლატვიაში, მონაწილეობისთვის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე შექმნილ პროექტში.

🌱 ეს შესაძლებლობები არ არის ერთჯერადი ან პრივილეგირებულიეს არის ჩვენი სკოლის სისტემური ხედვა, რომელიც გვეხმარება, რომ მოსწავლეები იყვნენ არა მხოლოდ გამოცდებისთვის, არამედ რეალური ცხოვრების გამოწვევებისთვის მომზადებულები.

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით

მზად ხარ უკეთესობისკენ შეცვალო შენი მომავალი?