ჩვენი სერვისები

ინოვაციების სკოლაში კარგად გვესმის, რომ სწავლა მხოლოდ კლასში არ ხდება.
იმისთვის, რომ ბავშვმა გაკვეთილზე იყოს კონცენტრირებული და მშობელმა — მშვიდად, ჩვენ ვთავაზობთ სრულფასოვან სკოლის მხარდაჭერის სერვისებს, რომლებიც ყოველდღიურობას ამარტივებს და სწავლის პროცესს ხარისხიანად ავითარებს.

🚐 ტრანსპორტირება

ჩვენი სკოლის ავტობუსი დაფარავს რუსთავის ყველა ძირითად ქუჩას, რაც უზრუნველყოფს, რომ მოსწავლე დილის 09:00 საათზე უკვე გაკვეთილზე იყოს. ტრანსპორტი გადის სკოლის ეზოდან 16:15-ზე, სწავლის დასრულების შემდეგ. 📍 კომფორტული, დროული და უსაფრთხო გადაადგილება — ჩვენი სტანდარტია.

🥗 კვება

სკოლაში ფუნქციონირებს როგორც ბუფეტი, ასევე პარტნიორობა გვაქვს კომპანია "დელფუდთან", რომელსაც გააჩნია ბავშვთა კვების სრული ლიცენზირება. 📅 ყოველდღიურად ბავშვებს აქვთ სამკომპონენტიანი, ნუტრიციონოლოგის მიერ შედგენილი კვების მენიუ, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ განვითარებას და ენერგიულობას დღის განმავლობაში.

📘 სამხარი

სამხარი არის კვების მომსახურება მხოლოდ მათთვის, ვინც სარგებლობს გახანგრძლივებულის პროგრამით.

🕒 გახანგრძლივებული დღე (I–V კლასებისთვის)

სკოლის დღევანდელ რეალობაში ეს სერვისი ნამდვილ პარტნიორობას ნიშნავს მშობელთან.

15:00–19:30 პერიოდში ბავშვები ერთვებიან დამატებით გაძლიერებულ პროგრამაში, სადაც:

·         ასრულებენ და ამზადებენ მომდევნო დღის დავალებებს

·         მონაწილობენ დამხმარე გაკვეთილებში ინგლისურში, მათემატიკასა და ტექნოლოგიებში

·         ინარჩუნებენ სწავლის რიტმს მხარდაჭერით, მაგრამ სტრესის გარეშე

📌 ეს არის სწავლის გაგრძელება ისეთი ფორმატით, რომელიც ბავშვებს არასდროს აბეზრდებათ.

❗️გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ეს სერვისები პროგრამისგან დამოუკიდებელია და არ შედის ძირითად სასწავლო საფასურში.
მშობლებთან კომუნიკაციის მენეჯერი დაგეხმარებათ თითოეული სერვისის სწორად შერჩევასა და მართვაში, აგიხსნით პირობებს და გაგიწევთ კონსულტაციას თვეში გადასახდელი თანხის მიხედვით.

დაგვიკავშირდი

მზად ხარ უკეთესობისკენ შეცვალო შენი მომავალი?