შესახებ

ინოვაციების სკოლა წარმოადგენს თანამედროვე კერძო საგანმანათლებლო სივრცეს ქალაქ რუსთავში, რომელიც გამოირჩევა სწავლების მეთოდებით, ტექნოლოგიურად აღჭურვილი გარემოთი და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომით.

სკოლის სწავლების მოდელი ეფუძნება ინოვაციურ და კომპლექსურ მიდგომებს, რაც გულისხმობს როგორც აკადემიური ცოდნის, ასევე ემოციური ინტელექტისა და 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას. სკოლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება და გუნდური მუშაობა;
  • მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის ხელშეწყობა და შეფასების მრავალმხრივი სისტემა;
  • დივერსიფიცირებული კლუბური ცხოვრება, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას და ლიდერობის უნარების განვითარებას;
  • საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, რომლებიც აფართოებენ მოსწავლეთა კულტურულ და საგანმანათლებლო გამოცდილებას;
  • დამატებითი საგნები მოსწავლეთა კეთილდღეობის (ველბინგის) მიმართულებით, როგორიცაა ემოციური ინტელექტი, ფსიქოლოგიური ცნობიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.

ინოვაციების სკოლა მიზნად ისახავს შექმნას თანასწორი, უსაფრთხო და მოტივაციაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, სადაც მოსწავლეს შეუძლია სწავლა საკუთარი ტემპით, ინტერესებითა და ღირებულებებზე დაფუძნებული მიმართულებით.

მისია

ინოვაციების სკოლის მისია ეფუძნება იმ რწმენას, რომ თითოეულ ბავშვს გააჩნია უნიკალური პოტენციალი, რომლის განვითარება შესაძლებელია ინკლუზიური, მრავალფეროვანი და მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროცესის გზით.

ინოვაციური მიდგომები ჩვენი სკოლის განუყოფელი ნაწილია — ეს ნიშნავს, რომ სწავლება არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელმძღვანელოებითა და ტრადიციული კლასური სტრუქტურებით. ჩვენი მიდგომა ეფუძნება პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას, კრეატიულობას, პრაქტიკულ გამოცდილებას და მუდმივ ინტერაქციას რეალურ სამყაროსთან.

სკოლის მისია გულისხმობს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

01.

ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება — სწავლის ტემპის, სტილისა და ინტერესების მორგება თითოეულ მოსწავლეზე;

02.

უნარებზე ორიენტირებული სწავლება — ემოციური ინტელექტის, კომუნიკაციის, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება;

03.

ულებებზე დაფუძნებული განათლება — პასუხისმგებლობა, სამოქალაქო ჩართულობა, გარემოზე ზრუნვა და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა;

04.

საერთაშორისო პერსპექტივა — გაცვლითი პროგრამები და კულტურული ინტეგრაცია, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება გახდნენ გლობალური მოქალაქეები.

მოემზადე მომავლისთვის — ჩვენი სკოლის სლოგანი ასახავს ძირითად მიზანს: მოსწავლეებისთვის ისეთი უნარების განვითარება, რაც მათ რეალურად დაეხმარება სწრაფად ცვალებად სამყაროში წარმატებით ადაპტაციასა და საკუთარი გზის პოვნაში.

ეს სლოგანი გამოხატავს ჩვენს მიდგომას განათლებისადმი — მოსწავლეს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ:

  • ციფრული და ტექნოლოგიური უნარები,
  • კრიტიკული და კრეატიული აზროვნება,
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის შესაძლებლობა,
  • გლობალურ პროცესებში ჩართულობა,
  • ემოციური ინტელექტი და პასუხისმგებლობა.

სწორედ ამ კომპონენტების გაერთიანებით ვამზადებთ ახალგაზრდებს არა მხოლოდ საგამოცდო წარმატებისთვის, არამედ ცხოვრებისთვის — მომავლისთვის, რომელიც უკვე აქ არის.

 

ისტორია

ინოვაციების სკოლა დაარსდა 2023 წელს და პირველივე დღიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქალაქ რუსთავში. სკოლამ სწრაფად დაიმკვიდრა თავი როგორც თანამედროვე, ინოვაციური და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცემ.

სკოლის დამფუძნებელი და დირექტორია ქრისტინე კაპანაძე — განათლების სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული და სტრატეგიული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომლის ხედვა ემყარება ინკლუზიურ, ღირებულებებზე დაფუძნებულ და თანამედროვე საგანმანათლებლო მოდელს.

დღეს ინოვაციების სკოლა არის მეტი, ვიდრე უბრალოდ სასწავლო დაწესებულება — ეს არის ცოცხალი საზოგადოება, რომლის ყოველდღიური ისტორია იწერება მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და გუნდის ყველა წევრის მიერ.

ჩვენი ისტორია — ესაა ყოველდღიური მცდელობა იმისა, რომ განათლება გახდეს შთამაგონებელი, ხელმისაწვდომი და მომავლისთვის რეალურად მომზადების საშუალება.

დაგვიკავშირდით!

მზად ხარ უკეთესობისკენ შეცვალო შენი მომავალი?